საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

 

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინებით მომზადებული პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია. აღნიშნული პროეტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას.   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნვეყოფის სისტემას და მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

 

უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერების შესახებ პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, გაზრდის საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობას სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და მოახდინოს მათი შედეგების შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსიტუტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას.
 

 

პროექტს განახორციელებს კონსორციუმი, შემდეგი შემადგენლობით:

 

  1. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი), www.tsu.ge 
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, www.iliauni.edu.ge 
  3. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, www.tsmu.edu 
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, www.bsu.edu.ge 
  5. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, www.atsu.edu.ge 
  6. გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, www.gu.edu.ge 
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, www.gtu.ge
  8. კავკასიის უნივერსიტეტი, www.cu.edu.ge
  9. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, www.mes.gov.ge
  10. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, www.eqe.ge
  11. მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD)), www.efmdglobal.org 
  12. ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam), www.cnam.fr 
  13. ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU), www.utu.fi
  14. ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL)), www.unl.pt.

 

Flag Counter