საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Bologna Hub Peer Support

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ერაზმუს + -ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "Bologna Hub Peer Support". პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის ფარგლებში ბოლონიის ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით რითიც განახორციელებელ ბოლონიის ექსპერტთა კოლეგიალური მხარდაჭერის მისიას.

 

პროეტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა გაეკეთებინათ განაცხადი. ამ ეტაპზე, 86-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებლებად გააკეთა განაცხადი. აქედან, საბოლოოდ მოხდა დაახლოებით 30 უნივერსიტეტის შერჩევა ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და მათ შორის, საქართველოდან. შერჩეულ უნივერსიტეტთა შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).

 

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სააპლიკაციო განაცხადზე  და შემდგომ კონსულტაციებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კერძოდ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია.  კონსულტაციების გასაწევად გამოიყო ბოლონიის ექსპერტი, ზალზბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი გაბრიელა აბერმანი. ქალბატონი აბერმანი არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ექსპერტი ავსტრიიდან. მის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

23 ივნისს, ქალბატონი აბერმანი წარუძღვება ტრენინგს/სამუშაო შეხვედრას, რომელიც შეეხება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის დანერგვას. შეხვედრას დაესწრებიან თსუ აკადემიური და მოწვეული პერსონალი და სტუდენტები (უკვე დარეგისტრირებულია 38 მონაწილე). შეხვედრის მიზანია:

 

  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის შესახებ შეხედულებების გაზიარება;
  • სწავლის შედეგების, სწავლის მეთოდების და შეფასების მეთოდების ურთიერთკავშირის გაანალიზება და შეფასება;
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის პრაქტიკაში დანერგვის განხილვა მონაწილეთა დარგების გათვალისწინებით;
  • საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
  • კოლეგებს შორის გამოცდილების (არაფორმალური) გაზიარების შესაძლო ფორმატის განხილვა. 

 

25 ივნისს, ქალბატონი აბერმანის ხელმძღვანელობით გაიმართება შეხვედრა თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესახებ. აღნიშნულ შეხვერას დაესწრებიან თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია თსუ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე მსჯელობა და სტრატეგიის გეგმის შედგენა. აღნიშნული შეხვედრები დაგეგმილია პროექტის პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე კი მოხდება შეხვედრებისას დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შეფასება.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირმა გრძელიძე თავადაც ბოლონიის ექსპერტია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში კონსულტაციას უწევს და თავის გამოცდილებას უზიარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში.

თარიღი: 15/06/2021