საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება ჰამილტონის უნივერსიტეტის სადისკუსიო კლუბში

ჰამილტონის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სადისკუსიო კლუბში მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკით, პოლიტიკით, ისტორიითა და სხვა მომიჯნავე დარგებით. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მათ შორის ინსტიტუტის დამფუძნებლებსა და ასევე თქვენს თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და მათთან ერთად გაიღრმაოთ ცოდნა თქვენთვის საინტერესო მიმართულებებით.

კლუბის მიზანია წარიმართოს დისკუსია განვითარების მთავარი კითხვის გარშემო: რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყნების განვითარებას. საკითხს გავაანალიზებთ ისტორიულ ჭრილში; ასევე ვიმსჯელებთ, თუ რა პოლიტიკებია გასატარებელი საქართველოში თანამედროვე გლობალური, რეგიონული თუ ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. კლუბის წევრები გაეცნობიან სხვადასხვა თეორიული სკოლის წამყვანი მეცნიერების სტატიებს, ონლაინ ლექციებს; გავმართავთ დოკუმენტური ფილმების ჩვენებას; დავაორგანიზებთ წიგნების კითხვის ჯგუფებს. კლუბის წევრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ ბლოგ-სტატიები და ჩაწერონ ვიდეო-ინტერვიუები, რომლებიც გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქ გვერდსა და წამყვან ჟურნალ-გაზეთებში.

სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

ჰამილტონის ინსტიტუტი დაფუძნდა საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე ენთუზიასტის მიერ იმ მიზნით, რომ დაიწყოს აქტიური დისკუსია საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით.    

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

თარიღი: 24/11/2021