საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-09
თარიღი სთ
მისამართი
9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი  გიორგი შარვაშიძე  და  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი მოაწერენ. ორმხრივი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისთვის.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზებას; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას ან/და კონსულტაციის გაწევას; სასწავლო ტრეინინგ კურსების განხორცილებას; საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის  სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;  საჯარო მმართველობის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების განხორციელებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.


მსგავსი ღონისძიებები